კირკუკში ტერაქტს რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
კირკუკში ტერაქტს რვა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ერაყში მიმდინარე არჩევნების ფონზე, ქალაქ კირკუკში განხორციელებულ ტერაქტს რვა ჯარისკაცი ემსხვერპლა. ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა თვითგამოცხადებულმა ისლამურმა სახელმწიფომ, იგივე დაეშმა აიღო.

ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Kurdistan24 ავრცელებს.

დაეში ერაყის ტერიტორიაზე 2017 წელს დამარცხდა. მათ კონტროლქვეშ არც ერთი დასახლებული პუნქტი აღარ არის. ასობით წევრი დაკავებულია. ამის მიუხედავად, ISIS-ის ყოფილი წევრების ნაწილი კვლავაც ერაყის ტერიტორიაზე იმყოფება.

ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები უკიდურესად გამკაცრებულია. მაგისტრალებზე გადაადგილება არჩევნების დღეს შეიზღუდა. ასევე ჩაიკეტა ერაყის სახელმწიფო საზღვარი.