კირკუკიდან ნავთობის ექსპორტი თურქეთის ჯეიჰანის პორტის მეშვეობით აღდგება
ერაყის ხელისუფლება და ქურთული რეგიონული მთავრობა შეთანხმდნენ, რომ კირკუკიდან ნავთობის ექსპორტი თურქეთის ჯეიჰანის პორტის მეშვეობით აღადგინონ. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ აბადიმ გააკეთა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება ძალაში მალე შევა, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.
აბადის განცხადებით, მხარეები შეთანხმების დანარჩენ დეტალებს მოგვიანებით განიხილავენ. მისივე თქმით, დისკუსიები თურქულ და ქურთულ მხარეებთან ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
გადაწყვეტილების შესახებ ქურთ პოლიტიკოსებს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.