კირილ პეტკოვი - ბულგარეთის ხმის იმედი გქონდეთ, რომ საქართველო შეძლებისდაგვარად სწრაფად გაწევრიანდეს ევროკავშირში, ევროკავშირის სარგებელიც იქნება, საქართველო ჰყავდეს ევროპულ ოჯახში
ვაფასებ ქართველი კოლეგების ვიზიტს ბულგარეთში. როგორც პრემიერი, ერთი წლის წინ ვიჯექი ევროკავშირის საბჭოს მაგიდასთან და წარმოვადგენდი საქართველოს მხარდამჭერ ძლიერ ხმას, რომ ევროინტეგრაციის გზაზე სწრაფად წასულიყო წინ. მჯერა, რომ საქართველოს უახლესი მომავალი ევროკავშირში უნდა იყოს, მჯერა, რომ არ არსებობს შიშის გავლენა, – ამის შესახებ ევროპულ საკითხთა, შენგენისა და ევროზონის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბულგარეთის ყოფილმა პრემიერმა, კირილ პეტკოვმა განაცხადა.
პეტკოვის თქმით, თითოეულმა ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს, სად არის მისი დანიშნულების ადგილი.
„ჩვენ მკაფიო მესიჯი უნდა გავუგზავნოთ დიდ მეზობელსაც, რომ თითოეულმა ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს, სად არის მისი დანიშნულების ადგილი. თქვენ შეგიძლიათ, ბულგარეთის ხმის იმედი გქონდეთ, საქართველო შეძლებისდაგვარად სწრაფად გაწევრიანდეს ევროკავშირში. შავი ზღვის რეგიონი მთავარი არეალი ხდება უსაფრთხოების საკითხებისა და რისკებისთვის. ჩვენ მხოლოდ ერთობლივად შეიძლება უზრუნველვყოთ, რომ ეს რისკები განეიტრალებული იქნება. საქართველოს საკვანძო სტრატეგიული პოზიცია აქვს არა მხოლოდ შავ ზღვაზე ყოფნით, არამედ იმითაც, რომ ევროპასა და აზიას შორის, სტრატეგიულ გზაგასაყარზე მდებარეობს. ვფიქრობ, ევროკავშირის სარგებელიც იქნება, საქართველო ჰყავდეს საკუთარ ევროპულ ოჯახში, რადგან ეს ინტეგრაცია არამხოლოდ საქართველოსთვის, ევროპისთვისაც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და, რასაკვირველია, ეკონომიკურ კავშირებს“, – განაცხადა პეტკოვმა.
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ბულგარეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.