უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი - ვლადიმერ პუტინის გარემოცვაში არიან აგენტები, რომლებიც უკრაინის დაზვერვასთან თანამშრომლობენ
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი - ვლადიმერ პუტინის გარემოცვაში არიან აგენტები, რომლებიც უკრაინის დაზვერვასთან თანამშრომლობენ

ვლადიმერ პუტინის გარემოცვაში არიან აგენტები, რომლებიც უკრაინის დაზვერვასთან თანამშრომლობენ, მათი პოვნა უფრო ადვილი ხდება, – ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

ბუდანოვის თქმით, უკრაინულ დაზვერვასთან თანამშრომლობის მთავარი მოტივაცია არის მომავალში „ნორმალური არსებობის შესაძლებლობა“.

კირილ ბუდანოვის თქმით, უკრაინის დაზვერვა ყურადღებით ეკიდება აგენტების მიერ გადაცემულ ინფორმაციას, რადგან ნდობა მხოლოდ ფაქტებშია.

ამასთან, უკრაინის დაზვერვის სამმართველოს ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ქვეყანას აქვს ყველა შანსი, წელს ომი გამარჯვებით დაასრულოს. კირილ ბუდანოვმა ასევე თქვა, რომ რუსეთში ღიად გაცხადებული 300 000 მობილიზებულის მიუხედავად, ფარული მობილიზაცია დღესაც გრძელდება. მისივე განცხადებით, გაზაფხულზე ბევრი მოვლენა იქნება, რომლებიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ამ ომში.