კირილ ბუდანოვი აცხადებს, რომ ევგენი პრიგოჟინს შეუძლია, გაიმარჯვოს რუსეთში შიდა დაპირისპირებაში და შესაძლოა, რუსეთში ახალი რეჟიმი დამყარდეს
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აქვს პრობლემები ნარკოტიკების გადაჭარბებულ მოხმარებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
ბუდანოვის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი დიდხანს ვეღარ იცოცხლებს.
უკრაინის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელს, ევგენი პრიგოჟინს შეუძლია, გაიმარჯვოს რუსეთში შიდა დაპირისპირებაში და რუსეთში, შესაძლოა, ახალი რეჟიმი დამყარდეს.