ლეიბორისტული პარტიის ლიდერი კირ სტარმერი ოფიციალურად დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა.
კირ სტარმერი ბუკინგემის სახლეში ქვეყნის მონარქს, ჩარლზს შეხვდა.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, შეხვედრა უკვე დასრულდა და კირ სტარმერმა სასახლე დატოვა.
ამის შემდეგ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ხელმძღვანელი დაუნინგ სთრითზე მივა და მოსახლეობას მიმართავს.