კირ სტარმერი – ისტორიული მომენტია არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ევროპული დემოკრატიისთვისაც, მოუთმენლად ველოდები პიტერ მაგიართან თანამშრომლობას

01:26, 13.04.2026

პიტერ მაგიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და ამას ისტორიულ მომენტს უწოდებს.

„ეს ისტორიული მომენტია არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ევროპული დემოკრატიისთვისაც. მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას ჩვენი ორივე ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის“, – წერს სტარმერი სოციალურ ქსელ „იქსზე“.

ცნობისთვის, ხმათა ნახევარზე მეტის დათვლის შემდეგ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტია „ტისა“ ლიდერობს.

მსგავსი