კირ სტარმერი აცხადებს, რომ უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს ბრიტანული რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეების გასანადგურებლად
ბრიტანეთის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს ბრიტანული Storm Shadow-ს ტიპის რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო სამიზნეების გასანადგურებლად.
როგორც სტარმერმა აღნიშნა, რაკეტები „უნდა იყოს გამოყენებული საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად“ და დასძინა, რომ პროცესი თავდაცვით მიზანს უნდა წარმოადგენდეს.
„თუმცა უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ გამოიყენოს ისინი თავდაცვითი მიზნებისთვის“, – აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, სტარმერმა აჩვენა, რომ ის განაგრძობს ბრიტანეთის წინა მთავრობის პოლიტიკას რუსეთ-უკრაინის ომში შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენების თაობაზე.
კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა კირ სტარმერის განცხადება გააკრიტიკა. მისი თქმით, „ეს კიდევ ერთი უპასუხისმგებლო ნაბიჯია“. პესკოვის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას ნებას თუ მისცემს, ბრიტანული იარაღით დაარტყან რუსეთს, მათ საპასუხო რეაგირება ექნებათ.