კინოთეატრ „ამირანთან“ სპეცრაზმი გამოჩნდა, პოლიცია აქციის მონაწილეებს კანონის დამორჩილებისკენ მოუწოდებს [ვიდეო]
თბილისში, კინოთეატრ „ამირანთან“ სპეცრაზმი გამოჩნდა.
პოლიცია კინოთეატრ „ამირანთან“ შეკრებილ აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, სამართალდამცველთა მითითებებს დაემორჩილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმოქმედებს კანონის შესაბამისად.
ამასთან, „ქართული მარშის“ წარმომადგენლები და მათი თანამოაზრეები კინოთეატრ „ამირანში“ შესვლას ცდილობენ.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, აქციის მონაწილეებმა, ე.წ. პიროტექნიკა ისროლეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა კინოთეატრში შესასვლელი კარი ჩაკეტეს.
აქციები ასევე იმართება ბათუმსა და თბილისში მდებარე სხვა კინოთეატრებთანაც. აქციის მონაწილეები ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) ჩვენებას აპროტესტებენ. საქართველოში ფილმის პრემიერა დღეს უნდა გაიმართოს.
კინოთეატრთან განვითარებულ მოვლენებს შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ ბმულზე.