კინოთეატრ „ამირანთან“ მიმდინარე აქციაზე ერთი სამართალდამცველი დაშავდა
კინოთეატრ „ამირანთან“ მიმდინარე აქციაზე ერთი სამართალდამცველი დაშავდა

კინოთეატრ „ამირანთან“ აქციის მონაწილეების მიერ ნასროლი ე.წ. პიროტექნიკით ერთი სამართალდამცველი ფეხის არეში დაშავდა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, დაშავებული პოლიციელი კინოთეატრ „ამირანის“ შენობაში შეიყვანეს და პირველადი დახმარება გაუწიეს.

„ქართული მარშის“ წარმომადგენლები და მათი თანამოაზრეები კინოთეატრ „ამირანში“ შესვლას ცდილობენ. აქციის მონაწილეებმა, ე.წ. პიროტექნიკა ისროლეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა შენობაში შესასვლელი კარი ჩაკეტეს.

აქციის მონაწილეები ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას აპროტესტებენ. ისინი ფილმის ჩვენების შეწყვეტას ითხოვენ. აქციაზე ისმის შეძახილები „სირცხვილია, სირცხვილი“.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

აქციები ასევე იმართება ბათუმში და თბილისში მდებარე სხვა კინოთეატრებთანაც.

კინოთეატრთან განვითარებულ მოვლენებს შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ ბმულზე.