კინორეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი თბილისში 22 ოქტომბერს პრესკონფერენციას გამართავს
კინორეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი თბილისში 22 ოქტომბერს პრესკონფერენციას გამართავს

კინორეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევი თბილისში ჩამოვა და პროექტის „თანამედროვე კინოს დიდოსტატები” მასტერკლასს გამართავს.

22 ოქტომბერს, 11:00 საათზე „რუმსის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება პრესკონფერენცია ანდრეი ზვიაგინცევთან.

22-23 ოქტომბერს, 13:00 საათზე, სტუდენტებისა და კინოპროფესიონალებისთვის ჩატარდება მასტერკლასები თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში.

24 ოქტომბერს კი 19:00 საათზე კინოთეატრ „ამირანის“ დიდ დარბაზში გაიმართება ფილმის “უსიყვარულო” სარეჟისორო ვერსიის ჩვენება, რომლის დასრულების შემდეგაც დამსწრე აუდიტორიას ავტორთან ღია დისკუსიაში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა. საჯარო შეხვედრას კინომცოდნე თეო ხატიაშვილი გაუძღვება.

თავად რეჟისორის, ანდრეი ზვიაგინცევის ხელწერა გამოირჩევა ერთი მხრივ, მწვავე სოციალურ-პოლიტიკური მესიჯებით, ხოლო მეორე მხრივ, ღრმად პოეტური ნარატივით. რეჟისორმა აღიარება მოიპოვა მსოფლიოს არა ერთ წამყვან კინოფესტივალზე: სადებიუტო ფილმისთვის “დაბრუნება” ვენეციის კინოფესტივალის მთავარი ჯილდო “ოქროს ლომი” დაიმსახურა, ხოლო ფილმები “ელენა”, “ლევიათანი”, “უსიყვარულოდ” კანის კინოფესტივალის გამარჯვებულები გახდნენ.

აღსანიშნავია, რომ წელს ანდრეი ზვიაგინცევი კანის ჟიურის წევრიც იყო.

თანამედროვე კინოს დიდოსტატები” ​საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროექტია.

პროექტის მიზანია XXI საუკუნის კინომეტყველების ფორმების დანერგვა და ამ მიმართულებით სტუდენტების, კინოპროფესიონალებისა და კინომოყვარულების პროფესიული უნარებისა და შემოქმედებითი თვალსაწიერის გაფართოება.