კინოფილმ Wonder Woman-ის მეორე ნაწილი 2020 წლის 5 ივნისს გამოვა
კინოფილმ Wonder Woman-ის მეორე ნაწილი 2020 წლის 5 ივნისს გამოვა

Wonder Woman-ის მეორე ნაწილი 2020 წლის 5 ივნისს გამოვა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი გალ გადოტი „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს. ფილმის მეორე ნაწილის სახელწოდება „ქალი საოცრება 1984“ იქნება და მთავარ როლს კვლავ გალ გადოტი შეასრულებს.

ფილმში მოქმედება 1980-იან წლებში განვითარდება და გალ გადოტის პერსონაჟი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იბრძოლებს.