კინგსლი კომანმა „ბაიერნის“ შეთავაზება უარყო #1TVSPORT

11:24, 14.09.2021
MUNICH, GERMANY - OCTOBER 21: Kingsley Coman of FC Bayern München celebrates scoring the 4th team goal during the UEFA Champions League Group A stage match between FC Bayern Muenchen and Atletico Madrid at Allianz Arena on October 21, 2020 in Munich, Germany. (Photo by Alexander Hassenstein/Getty Images)

„ბაიერნის“ შემტევმა ნახევარმცველმა კინგსლი კომანმა მორიგი წინადადება უარყო მიუნხენური კლუბისგან კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე.

გერმანიის ჩემპიონი ცდილობს ახალი ხელშეკრულების დადებას ფრანგ ფეხბურთელთან, მაგრამ თავად კომანს ძალების მოსინჯვა პრემიერლიგაში სურს. ნახევარმცველით დაინტერესებულები არიან ისეთი გრანდები, როგორებიც არიან „ლივერპული“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „მანჩესტერ სიტი“. მაგალითად, „იუნაიტედი“ მზად არის შეთავაზოს ფრანგს ხელფასი კვირაში 230 ათასი ევროს ოდენობით, – იტყობინება გამოცება Mercato.

ფეხბურთელის კონტრაქტი „ბაიერნთან“ 2023 წლის ზაფხულში იწურება. თუ გავითვალისწინებთ ნახევარმცველის სურვილსა და განწყობას, „ბაიერნმა“, შესაძლოა, უახლოესი სატრანსფერო ფანჯრისას გაყიდოს კომანი, რათა ფრანგი უფასოდ არ აღმოჩნდეს რომელიმე კლუბში.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ბაიერნის“ კიდევ ერთი შემტევი ლეროი სანეც შეიძლება აღმოჩნდეს ინგლისში.

მსგავსი