კიმ იო ჯონგი აცხადებს, რომ ფხენიანი სეულთან მოლაპარაკების მომხრე იქნება, თუ სამხრეთ კორეა „მტრულ პოლიტიკას“ დაასრულებს
კიმ იო ჯონგი აცხადებს, რომ ფხენიანი სეულთან მოლაპარაკების მომხრე იქნება, თუ სამხრეთ კორეა „მტრულ პოლიტიკას“ დაასრულებს

ფხენიანი სეულთან მოლაპარაკების განახლების მომხრე იქნება, იმ შემთხვევაში, თუ სამხრეთ კორეა „მტრულ პოლიტიკას“ დაასრულებს, – ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის დამ, კიმ იო ჯონგმა სამხრეთ კორეის მიერ გაკეთებული მოწოდების ფონზე განაცხადა.

სეული ფხენიანს კორეის ომის ოფიციალურად სამშვიდობო შეთანხმებით დასრულებას სთავაზობს, რომელიც ფორმალურად 1953 წელს დასრულდა და შედეგად, ნახევარკუნძული ორ ნაწილად დაიყო.

ინიციატივა თავდაპირველად ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა უარყო, თუმცა დღეს საკითხზე კიმ იო ჯონგმა განცხადება გააკეთა.

„საჭიროა ორმაგი დამოკიდებულების შეცვლა მტრული დამოკიდებულების, საკუთარი ქმედებების გასამართლებად იმ დროს, როდესაც ჩვენ თავდაცვით უფლებებს აკრიტიკებთ. მხოლოდ მაშინ, როდესაც ასეთი წინაპირობა დაკმაყოფილდება, შესაძლებელი იქნება პირისპირ დაჯდომა და ომის შეწყვეტის გამოცხადება”, – განაცხადა კიმ იო-ჯონგმა.