კიმ ჩენ ინმა ფხენიანში რომის პაპი მიიწვია
კიმ ჩენ ინმა ფხენიანში რომის პაპი მიიწვია

კიმ ჩენ ინმა ფხენიანში პაპი ფრანცისკე მიიწვია. ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს. როგორც ცნობილია, მუნ ჩჟე ინი კათოლიკური სამყაროს წინამძღვარს შესაბამის მიწვევას ევროპაში ოფიციალური ვიზიტის დროს გადასცემს.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჩჟე ინი ევროპას შემდეგ კვირაში ესტუმრება.

კიმ ჩენ ინსა და მუნ ჩჟე ინს შორის ბოლო შეხვედრა გასულ თვეში შედგა.  ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა სწორედ აღნიშნული შეხვედრის დროს განუცხადა მუნ ჩჟე ინს, რომ ფხენიანში პაპი ფრანცისკეს მიწვევა სურდა.