კიმ ჩენ ინის წარმომადგენელი დონალდ ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერის წერილს გადასცემს
კიმ ჩენ ინმა დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა. ჩრდილო კორეის ლიდერის გზავნილს აშშ-ის პრეზიდენტს, თეთრ სახლში, ჩრდილო კორეის მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენელი გადასცემს.
ტრამპი იმედოვნებს, რომ კიმ ჩენ ინს 12 ივნისს სინგაპურში შეხვდება. აშშ ცდილობს, ჩრდილო კორეა ბირთვულ განიარაღებაზე დაითნახმოს, რასაც შესაძლოა, მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი დასჭირდეს.
ჩრდილო კორეის დელეგაციას აშშ-ში კიმ ჩენ ინის წარმომადგენელი, კიმ ჩენ ჩოლი ხელმძღვანელობს, რომელიც მმართველი პარტიის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებს.
ჩრდილო კორეის ლიდერმა 31 მაისს განაცხადა, რომ ბირთვული განიარაღების განზრახვა კვლავ უცვლელია.