კიმ ჩენ ინის ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა ვიეტნამელმა ქალმა ბრალი აღიარა
კიმ ჩენ ინის ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა ვიეტნამელმა ქალმა ბრალი აღიარა. შესაბამისად, სასამართლომ მას სასჯელი შეუმსუბუქა და სიკვდილით აღარ დასჯიან.
დოან თხი ხოუნგს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა როგორც ადგილობრივი მედია წერს, მას სავარაუდოდ მაისში გაათავისუფლებენ, რადგან სასამართლო მის მიერ წინასწარ პატიმრობაში გატარებულ დროსაც გაითვალისწინებს.
ხოუნგს და ინდონეზიის მოქალაქე სიტი აისიას ბრალად 2017 წლის თებერვალში კუალა-ლუმპურის აეროპორტში კიმ ჩენ ინის ძმის მკვლელობა ედებოდათ. დაკავებულები ბრალს არ აღიარებდნენ. აღსანიშნავია, რომ მარტში მალაიზიის პროკურატურამ ბრალი მოუხსნა მეორე ბრალდებულ სიტი აისიას და ის სამშობლოში დაბრუნდა.