ჩვენ ტრამპის გვჯერა, – კიმ ჩენ ინის ეს განცხადება ჩრდილოეთ კოერის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა. როგორც კიმ ჩენ ინი აცხადებს, ის კმაყოფილია ტრამპის გზავნილის შინაარსით, რომელიც მან ცოტა ხნის წინ მიიღო.
„ჩვენ გვჯერა დონალდ ტრამპის პოზიტიური აზროვნების, მოთმინებით დაველოდებით და აშშ-თან ერთად წავიწევთ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ, რათა ორმა ქვეყანამ მიზანს მიაღწიოს“,- განაცხადა კიმ ჩენ ინმა.
ჩრდილოეთ კოერის ლიდერის თქმით, მან უკვე გასცა განკარგულება, რომ მისი და ტრამპის რიგით მეორე შეხვედრისთვის მზადება აქტიურად გაგრძელდეს.
თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ ტრამპმა კიმ ჩენ ინს წერილი გაუგზავნა. ვაშინგტონის ინფორმაციით, აშშ-ისა და ჩრდილოეთ კორეის რიგით მეორე სამიტი თებერვლის ბოლოს იგეგმება.