კიმ ჩემ ინი ფხენიანში მყოფი სამხრეთ კორეული პოპ მუსიკოსების კონცერტს დაესწრო
კიმ ჩემ ინი ფხენიანში მყოფი სამხრეთ კორეული პოპ მუსიკოსების კონცერტს დაესწრო, ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო სააგენტოები ავრცელებენ. მათივე ცნობით, კიმ ჩენ ინი კონცერტზე მეუღლესთან და დასთან ერთად იმყოფებოდა.
სამხრეთ კორეული მუსიკოსების კონცერტი ჩრდილოეთ კორეაში 2005 წლის შემდეგ არ გამართულა. ამაჟამად ფხენიანში იმყოფებიან სამხრეთ კორეელი სპორტსმენები და ჟურნალისტებიც. ისინი 120 კაციანი დელეგაციის წევრები არიან.
სამხრეთ კორეელი მუსიკოსების ფხენიანში ჩასვლაზე შეთანხმება 20 მარტს შედგა. ეს ნაწილია იმ ღონისძიებებისა, რომელიც წინ უსწრებს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერების შეხვედრა. მუნ ჯე ინი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს 27 აპრილს უნდა შეხვდნენ.