საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა კილიან მბაპემ გულშემატკივრები დაამშვიდა. მისი განცხადებით, ცოტა ხნის წინ, ვარჯიშზე მიღებული დაზიანება სერიოზული არ არის და თავს კარგად გრძნობს.
შეგახსენებთ, მბაპემ ვადაზე ადრე დატოვა ნაკრების ვარჯიში მას შემდეგ, რაც მუხლში დარტყმა მიიღო მცველ ადილ რამისგან.
„ყველაფერი კარგად მაქვს. ეს მხოლოდ დარტყმა იყო. საშიში არაფერია. თავი დაანებეთ ჩემს მეგობარ ადილ რამის. ეს შეგნებულად არ გაუკეთებია“, – დაწერა თავის “ტვიტერზე” მბაპემ.