კიკეთში მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებული ერთი პირი დაკავებულია. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შსს-ში დაუდასტურეს.
კიკეთში, ერთ-ერთ სახლთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ტერიტორიაზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
თვითმხილველების ინფორმაციით, სროლას წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება. დაიღუპა ერთი და დაიჭრა რამდენიმე ადამიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.