კიევში წყლის ცენტრალური მაგისტრალი დაზიანდა და რამდენიმე ქუჩა დაიტბორა [ფოტო-ვიდეო]
უკრაინის დედაქალაქში ცხელი წყლის მილი გასკდა, რის შედეგადაც, კიევის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.
ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, სოციალურ ქსელებში შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრები და ფოტოები ვრცელდება, სადაც ჩანს ცხელ წყალში მდგარი მანქანები და დაზიანებული გზები.
წყლის ცენტრალური მაგისტრალის დაზიანება კიევში შოთა რუსთაველისა და საქსაგანსკის ქუჩების კვეთაზე მოხდა.