კიევში უკრაინის პრეზიდენტისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეხვედრა მიმდინარეობს
კიევში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის შეხვედრა მიმდინარეობს. მოლაპარაკებების დაწყების წინ ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახლა უკრაინელ სამხედროებს ყველაზე მეტად სჭირდებათ საჰაერო თავდაცვა, განსაკუთრებით კი ხარკოვის ოლქში.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროებისთვის „რთული პერიოდი“ დადგა. მან მადლობა გადაუხადა ენტონი ბლინკენს სამხედრო დახმარების კრიტიკულად მნიშვნელოვანი პაკეტისთვის, რომელიც აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ახლა უკიდურესად მნიშვნელოვანია, უკრაინამ აშშ-ისგან შეიარაღება რაც შეიძლება მალე მიიღოს.
ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინული ძალები რთულ პერიოდს გადიან ფრონტზე. მან აღნიშნა, რომ ამერიკული დახმარება უკვე გზაშია.