კიევში ტელეარხ „112 უკრაინას“ შენობას ნაღმტყორცნიდან ესროლეს
კიევში ტელეარხ „112 უკრაინას“ შენობას ნაღმტყორცნიდან ესროლეს

კიევში ტელეარხ „112 უკრაინას“ შენობას ნაღმტყორცნიდან ესროლეს. ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის პოლიცია იუწყება. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. სამართალდამცავმა უწყებამ მომხდარი ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა.

როგორც ცნობილია, კიევის პოლიციაში აფეთქების შესახებ ცნობები ადგილობრივი დროით, დილის 03:40 წუთზე შევიდა. ადგილზე მისვლის შემდეგ კი სამართალდამცველებს ტელეარხის დაზიანებული შენობა დახვდათ.

თვითმხილველების ცნობით, შენობას ორი ბოროტმოქმედი დაესხა თავს. ცეცხლის გახსნის შემდეგ კი ისინი ადგილიდან მიიმალნენ. ამჟამად სამართალდამცველები ბოროტმოქმედებს ეძებენ.

ცნობილი უკრაინელი ბლოგერი, ანტონ ხოდზი ტელეარხის შენობაზე თავდასხმას დაგეგმილ პროვოკაციას უწოდებს. მისი თქმით, ფაქტი დღეს დაგეგმილი დემონსტრაციის ჩაშლის მცდელობა იყო.

დღეს ტელეარხ „112 უკრაინასთან“ მშვიდობიანი დემონსტრაციაა დეგეგმილი, რომელიც ოლივერ სტოუნის ფილმის ჩვენებას უკავშირდება. ფილმ „აღმოვაჩინოთ უკრაინაში“ მთავარ კომენტატორად პუტინის მოკავშირე და პრორუსი ვიქტორ მედვედჩუკია წარმოდგენილი.