კიევში რუსული დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა
კიევში რუსული დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა.
ამის შესახებ კიევის საქალაქო ადმინისტრაცია და საგანგებო სამსახურები ავრცელებენ ინფორმაციას.
ღამით უკრაინის დედაქალაქში რუსეთის მხრიდან დრონებით იერიშის გამო საჰაერო განგაში ორჯერ გამოცხადდა და, საერთო ჯამში, ოთხ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
დრონის ნამსხვრევები კიევის სოლომენსკისა და სვიატოშინის რაიონში ჩამოცვივდა. ცეცხლი გაუჩნდა ცხრასართულიან კორპუსთან მდებარე მაღაზიას, ასევე დაიწვა სამი ავტომობილი. ჩამსხვრეულია მინები სამსართულიან ადმინისტრაციულ შენობაში.