კიევში „რუსეთ-უკრაინის მეგობრობის“ მონუმენტის დაშლა მიმდინარეობს
კიევში „რუსეთ-უკრაინის მეგობრობის“ მონუმენტის დაშლა მიმდინარეობს

კიევში „რუსეთ-უკრაინის მეგობრობის“ მონუმენტს შლიან. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დემონტაჟი დღეს დაიწყო და ღამით დასრულდება.

„ვხსნით ორი მუშის ბრინჯაოს სკულპტურას, რომელიც 1982 წელს დამონტაჟდა უკრაინის დედაქალაქში. რუსეთი ახლა ჩვენი სახელმწიფოს და მშვიდობიანი მოქალაქეების განადგურების ბარბაროსული სურვილის დემონსტრირებას ახდენს“, – განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.

როგორც მედია წერს, მასიური მონუმენტი 1982 წელს დაიდგა კიევში, მდინარე დნეპრთან უკრაინისა და რუსეთის გაერთიანების აღსანიშნად.