უკრაინის საზღვრებთან ათასობით რუსი ჯარისკაცის მობილიზაციის საპასუხოდ, კიევში მოხალისეების მობილიზაციაა. უქმე დღეებში სწავლებებს ატარებენ სხვადასხვა ორგანიზაციები. მათ შორის „კიევის ტერიტორიული თავდაცვა“, რომელიც სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ადამიანებს აძლევს საშუალებას, მიიღოს ის ცოდნა, რაც მტრის შემოჭრის შემთხვევაში მას სამშობლოს თავდაცვაში მონაწილეობის საშუალებას მისცემს.
იარაღის მოხმარება, სამედიცინო დახმარება, კომუნიკაცია, ლოჯისტიკა – ეს ის ცოდნაა, რომელსაც მოხალისეები იღებენ.
კიევში მოქალაქეებისთვის წვრთნები ასევე გამართეს ნაციონალური კორპუსის წევრებმაც. ამ შემთხვევაში მოხალისეებს რუსეთის ომის ვეტერანები უტარებდნენ სწავლებას.