კიევში სარაკეტო დარტყმებს რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი ვერა გირიჩი ემსხვერპლა
კიევში სარაკეტო დარტყმებს რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი ვერა გირიჩი ემსხვერპლა

რუსეთის მიერ კიევში გუშინ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებს რადიო „თავისუფლების“ უკრაინული ბიუროს თანამშრომელი, ჟურნალისტი ვერა გირიჩი ემსხვერპლა. ამის შესახებ უკრაინული მედია ინფორმაციას გარდაცვლილის კოლეგებზე დაყდნობით ავრცელებს.

ამასთან, გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, რომ თანამშრომლის გარდაცვალებას ადასტურებს თავად რადიო „თავისუფლება“.

მანამდე, უკრაინის დედაქალაქის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ კიევის შევჩენკოს რაიონში საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში ერთი ცხედარი იპოვეს.

ვერი გირიჩი „რადიო თავისუფლების“ უკრაინულ ბიუროში 2018 წლის პირველი თებერვლიდან პროდიუსერად მუშაობდა. მანამდე ის წამყვან უკრაინულ ტელეკომპანიებში მსახურობდა.

რუსეთის სარაკეტო დარტყმები კიევზე 28 აპრილის საღამოს განხორციელდა. ვიტალი კლიჩკოს მონაცემებით, ჰოსპიტალიზებულია ოთხი დაშავებული.