კიევში დეპუტატი ვალერი დავიდენკო გარდაცვლილი იპოვეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, მერვე და მეცხრე მოწვევის პარლამენტის დეპუტატს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა თავში აქვს მიყენებული.
გავრცელებული ცნობით, ჯგუფ „ნდობის“ წევრის, ვალერი დავიდენკოს ცხედარი საკუთარ ოფისში, დამლაგებელმა აღმოაჩინა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დეპუტატმა სავარაუდოდ თავი მოიკლა. ოთახში ასევე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი.