კიევში აშშ-ის საელჩო უკრაინის მასშტაბით რუსეთის შესაძლო საჰაერო თავდასხმების შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს
კიევში აშშ-ის საელჩო უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რუსეთის შესაძლო საჰაერო თავდასხმის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.
საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში არსებობს რუსული დრონებისა და სარაკეტო თავდასხმების გაზრდილი რისკი მთელი უკრაინის მასშტაბით, რაც უკავშირდება უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს. თავდასხმები მოსალოდნელია როგორც დღის, ისე ღამის საათებში.
საელჩოს რეკომენდაციაა, რომ მოქალაქეებმა თვალყური ადევნონ ადგილობრივ მედიას, მოძებნონ თავშესაფარი და საჰაერო განგაშის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ჩავიდნენ თავშესაფარში, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში კი მიჰყვნენ უკრაინელი ოფიციალური პირების მითითებებს.