კიევში აცხადებენ, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ეუთო-ს უპილოტო საფრენ აპარატს ცეცხლი გაუხსნეს
უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ეუთო-ს უპილოტო საფრენ აპარატს ცეცხლი გაუხსნეს. კიევში ამტკიცებენ, რომ ცეცხლი დონბასში მყოფმა უკანონო ბანდფორმირებების წევრებმა გახსნეს.
„რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ესროლეს ეუთო-ს მისიის უპილოტო საფრენ აპარატს. ინციდენტი დასახლებულ პუნქტ პეტროვსკოესთან მოხდა. ამის გამო საფრენი აპარატი დაეშვა. ის არ დაზიანებულა“, – ნათქვამია უკრაინის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მანამდე ასევე გავრცელდა ცნობა, რომ დონბასში მყოფ ეუთო-ს მისიის წევრებს რამდენიმე ბლოკსაგუშაგოზე გადაადგილება შეუზღუდეს.