კიევის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრი აცხადებს, რომ გასულ წელს უკრაინამ იარაღის წარმოება სამჯერ გაზარდა
გასულ წელს უკრაინამ იარაღის წარმოება სამჯერ გაზარდა. ამის შესახებ კიევის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა, ალექსანდრ კამიშინმა განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
კამიშინის თქმით, კიევი ეძებს გზებს, რათა კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს იარაღის შიდა წარმოება.
კიევის სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა კონფერენციის დროს ასევე განაცხადა, რომ თავდაცვის გაძლიერების ძალისხმევაში ჩართულია 100 სახელმწიფო და 400 კერძო კომპანია.
„წელს უკრაინა გეგმავს, საგრძნობლად გაზარდოს საბრძოლო მასალის წარმოება“, – განაცხადა კამიშინმა.
ამავდროულად, უკრაინის ციფრული განვითარების მინისტრმა, მიხაილოვ ფედოროვმა განაცხადა, რომ თვითმფრინავების 90 პროცენტი ბრძოლის ველზე არის დამზადებული.