კიევის სასამართლომ სევენრიონ დანგაძეს პატიმრობა 31 მარტამდე გაუხანგრძლივა
კიევის პეჩერსკის რაიონულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელს სევენრიონ დანგაძეს პატიმრობა 31 მარტამდე გაუხანგრძლივა. დანგაძე უკვე 60 დღეა დაკავებულია.
დანგაძე 4 დეკემბერს დააკავეს. მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 6 დეკემბერს მიუსაჯა.
მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელს სახელმწიფოს ღალატსა და დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობის ხელშეწყობასა და დამალვაში სდებენ ბრალს.
გამოძიების მტკიცებით, დანგაძე სააკაშვილის აქციების დასაფინანსებლად ფულს რუსეთში მყოფი უკრაინელი ოლიგარქისგან იღებდა.
5 დეკემბერს უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებულ მიხეილ სააკაშვილსა და რუსეთში გაქცეულ უკრაინელ სერგეი კურჩენკოს შორის შუამავალი სააკაშვილთან დაახლოებული პირი სევერიონ დანგაძე იყო.