კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მხრიდან დრონებით მასირებული თავდასხმის გამო კიევში საჰაერო განგაში შვიდ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა
კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მხრიდან დრონებით მასირებული თავდასხმის გამო კიევში საჰაერო განგაში შვიდ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა

რუსეთმა კიევზე მიმდინარე წლის დასაწყისიდან დრონებით ყველაზე მასირებული თავდასხმა განხორციელა.

უკრაინის დედაქალაქში ღამით საჰაერო განგაში შვიდ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი პოპკო ავრცელებს.

მისი ცნობით, საჰაერო თავდაცვამ კიევის თავზე და მის სიახლოვეს 40-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა. პოპკოს ინფორმაციით, ეს ივლისში რუსეთის მიერ კიევზე დრონებით განხორციელებული უკვე მეშვიდე თავდასხმა გახდა.

ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად კიევში 13 კერძო სახლი დაზიანდა.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, ღამით რუსეთის ძალებმა უკრაინის მიმართულებით სულ „შაჰედის“ ტიპის 89 დრონი და ერთი მართვადი საავიაციო რაკეტა – X-59 გაუშვეს. საჰაერო თავდაცვამ ყველა სამიზნის განადგურება შეძლო.