კიევის საქალაქო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ, კახოვკის ელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების მიუხედავად, დედაქალაქი უწყვეტად მარაგდება წყლით
კიევის საქალაქო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ, კახოვკის ელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების მიუხედავად, დედაქალაქი უწყვეტად მარაგდება წყლით

კახოვკის ელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების გამო დნეპროპეტროვსკის რეგიონის ზოგიერთ ქალაქში წყალმომარაგების პრობლემაა, მაგრამ ეს არ იმოქმედებს კიევის წყალმომარაგებაზე, – ამის შესახებ კიევის საქალაქო ადმინისტრაციაში აცხადებენ.

„ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების შედეგად ხერსონის ოლქის მრავალი დასახლება დატბორვის საფრთხის ქვეშაა, ზოგიერთ რეგიონში წყალმომარაგების პრობლემაა, კერძოდ, დნეპროპეტროვსკის ოლქის კრივოი როგსა და ნიკოპოლში“, – ნათქვამია განცხადებაში.

კიევის საქალაქო ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ კიევში წყალმომარაგების მხრივ სტაბილური მდგომარეობაა.

„კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქება არანაირად არ იმოქმედებს კიევის წყალმომარაგებაზე. დედაქალაქის ყველა ჰიდრავლიკური ნაგებობა გამართულად მუშაობს, ტექნიკური შეფერხებები არ არის. დედაქალაქი უწყვეტად და სრულად აგრძელებს წყალმომარაგებას“, – აცხადებენ კიევის საქალაქო ადმინისტრაციაში.