კიევის სამხედრო ადმინისტრაცია - რუსეთი ღამით უკრაინის დედაქალაქს 20-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს ინფორმაციით, ღამით საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის თავზე ოცზე მეტი რუსული თვითმფრინავის განადგურება მოახერხეს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
„თავდაპირველად ეს იყო „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი. დრონები დედაქალაქში ჯგუფურად და სხვადასხვა მიმართულებით დაფრინავდნენ“, – წერს პოპკო.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, ნამსხვრევები დედაქალაქის რამდენიმე რაიონში ჩამოვარდა.
როგორც ქალაქის ადმინისტრაციაში განაცხადეს, შევჩენკოს რაიონში ნამსხვრევები მრავალსართულიანი კორპუსის ბინას დაეცა, მცხოვრებლებმა ხანძრის ჩაქრობა თავად შეძლეს. მერიაში აცხადებენ, რომ სვიატოშინსკის რაიონში, სოვკის პარკის მიდამოში ნამსხვრევები ჩამოივარდა და ხანძარი გაჩნდა. კლიჩკოს თქმით, პოდოლსკის რაიონში ნამსხვრევები ღია ადგილას დაეცა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაზიანებულია მანქანები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ელექტროგადამცემი ხაზები და გზები.