კიევის სააპელაციო სასამართლომ სააკაშვილის თანაგუნდელი სევერიონ დანგაძე პატიმრობაში დატოვა
კიევის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი სევერიონ დანგაძე პატიმრობაში დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურორის პრესმდივანი ლარისა სარგანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ავრცელებს.
სამართალდამცველებმა „ახალი ძალების მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სევერიონდანგაძე 2017 წლის 4 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალად ედება სახელმწიფო ღალატი და ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებთან თანამშრომლობა.
6 დეკემბერს დანგაძეს სასამართლომ 60-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 29 იანვარს კი, მას წინასწარი პატიმრობის ვადა კიდევ 60 დღით გაუხანგრძლივეს.