კიევის სააპელაციო სასამართლო სააკაშვილის საქმეს 11 იანვარს განიხილავს
კიევის სააპელაციო სასამართლომ მთავარი პროკურატურის საჩივრის განხილვა მიხეილ სააკაშვილისთვის შინა პატიმრობის მისჯის თაობაზე, 11 იანვრისთვის გადადო.
მიზეზად მოსამართლემ სასამართლოში მოწმეების არასაკმარისი რაოდენობა დაასახელა.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მის სასამართლო პროცესს კომედია უწოდა, რომელსაც რუსეთის სპეცსამსახურები ვლადმიერ პუტინის დავალებით მართავენ. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი დაპატიმრება მხოლოდ უკრაინის მთავრობის ინიციატივა არ არის.
როგორც სააკაშვილი აცხადებს, საბოლოო მიზანია იგი დააპატიმრონ და გადასცენ საქართველოს. რადგან ეს არის ივანიშვილის მოთხოვნა.
„ეს წმინდა წყლის ეფ-ეს-ბე-ს სპეცოპერაციაა ჩემ წინააღმდეგ.“ – აღნიშნა მან.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, უკრაინის პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველსა და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს ბრალად ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობა ედება.