კიევის სააპელაციო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად დარჩენის საკითხს განიხილავს
კიევის სააპელაციო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად დარჩენის საკითხს განიხილავს

დღეს კიევის სააპელაციო სასამართლო ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიაზე ლეგალურად დარჩენის საკითხს განიხილავს.
3 იანვარს კიევის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის სარჩელი და უკანონოდ არ ცნო უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა ლტოლვილად, ან დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირად აღიარებაზე.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 30-დღიანი ვადა ჰქონდა, თუმცა, უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა თავადვე გაასაჩივრა მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება, რათა მისი დეპორტაციის პროცესი დაეჩქარებინა.

აღნიშნულ საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 22 იანვარს გადაწყვეტილების გარეშე გაიმართა.