კიევის სააპელაციო სასამართლო გენერალური პროკურატურის საჩივარს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე 22 დეკემბერს განიხილავს
კიევის სააპელაციო სასამართლო გენერალური პროკურატურის საჩივარს მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით 22 დეკემბერს განიხილავს.
ინფორმაციას ამის შესახებ კიევის სააპელაციო სასამართლოს პრესსამსახური ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს.
სასამართლო სხდომა ადგილობრივი დროით 11:15 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჩივრა კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს 11 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდა და ის სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
ამას გარდა, როგორც მიხეილ სააკაშვილის მომხრეები სოციალურ ქსელში აღნიშნავენ, სააპელაციო სასამართლო სევერიონ დანგაძის საქმეს 19 დეკემბერს განიხილავს. მას 60-დღიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. დანგაძეს სახელმწიფო ღალატსა და ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან თანამშრომლობაში ედება ბრალი.