კიევის ოლქზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. დაღუპულები ბროვარის რაიონში, კერძო სახლში ცხოვრობდნენ, რომელსაც რაკეტის ფრაგმენტები დაეცა. მძიმედ დაშავდა კიდევ სამი ადამიანი, მათ შორის 13 წლის გოგო.
გავრცელებული ცნობით, სარაკეტო იერიში ღამით განხორციელდა.
აფეთქებების შესახებ ცნობებს ავრცელებენ სუმის, პოლტავის, ჩერნიგოვისა და ხარკოვის ოლქებიდანაც.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, სერგეი პოპკოს ცნობით, ეს აგვისტოში უკვე რიგით მეორე თავდასხმაა კიევზე.