კიევის ოლქში უკრაინის პრეზიდენტის პირველი თანაშემწის, სერგეი შეფირის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს
კიევის ოლქში უკრაინის პრეზიდენტის პირველი თანაშემწის, სერგეი შეფირის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სროლის შედეგად დაჭრილია მძღოლი.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტი ადგილობრივი დროით 10:00 საათზე, კიევ-სვიატოშინსკის რაიონის სოფელ ლესნიკის მახლობლად მოხდა. თავად სერგეი შეფირი არ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილზე მივიდა გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა. თავდამსხმელის დასაკავებლად სპეცოპერაცია, „სირენა“ მიმდინარეობს. სამართალდამცველების ინფორმაციით, ავტომობილს 10-ზე მეტი ტყვია მოხვდა.