კიევის მეტროში სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ტროტილი გადაჰქონდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დედაქალაქის პოლიციის ვებგვერდი ავრცელებს.
სამართალდამცველების ცნობით, მამაკაცს ზურგჩანთაში დაახლოებით 100 გრამამდე ტროტილი, 100 გრამი პლასტიდი და დეტონატორები ჰქონდა.
დაკავებული 1990 წელს ვოლინის ოლქში დაბადებული უკრაინის მოქალაქეა, რომელიც ბოლო პერიოდში დედაქალაქში ცხოვრობდა. ამჟამად დაკავებულთან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.
როგორც კიევის პილიციის ხელმძღვანელი ანდრეი კრიშენკო აცხადებს, აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერება საკმარისია ტროლეიბუსის, მეტროს ვაგონისა ან რამდენიმე ავტომობილის გასანადგურებლად.
უკრაინის პოლიციამ კიევის სამთავრობო უბანში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებულია საზოგადოებრივ ადგილებში, მეტროსადგურებში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებსა და აეროპორტში.