ვიტალი კლიჩკომ კიევში 15 მარტის 20:00-საათიდან 17 მარტის 07:00 საათამდე კომენდანტის საათი გამოაცხადა
კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ უკრაინის დედაქალაქში 15 მარტის 20:00-საათიდან 17 მარტის 07:00 საათამდე კომენდანტის საათი გამოაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას „ბიბისი“ კიევის მერის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ყველა კიეველს მოვუწოდებ, მოემზადონ, რომ ორი დღე-ღამე მოუწევთ სახლში ყოფნა, ხოლო განგაშის სიგნალის შემთხვევაში, თავშესაფარში ჩასვლა“, – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.
შეგახსენებთ, ბოლო დღეებში უკრაინის დედაქალაქი ინტენსიურად იბომბებმა. რამდენიმე რაკეტა საცხოვრებელ კორპუსებს მოხვდა. არაინ დაღუპულებიც.