ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, კიევზე სარაკეტო იერიში განხორციელდა
ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, კიევზე სარაკეტო იერიში განხორციელდა

კიევსა და კიევის ოლქში აფეთქებების ხმა ისმოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერისა“ და „ბიბისის“ კორესპონდენტები ავრცელებენ.

ტელეგრამ არხებში ვრცელდება ვიდეო, სადაც კიევის თავზე კვამლი ჩანს. კიევში აფეთქების ხმა მდინარე დნეპრის ორივე მხარეს ისმოდა. მანამდე, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებული იყო საჰაერო შეტევის განგაში.

ამასთან, კიევის მერის ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შედეგად რაკეტები ორ საცხოვრებელ სახლს მოხვდა, რამდენიმე რაკეტა კი ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. რაკეტების ჩამოვარდნის ადილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების სამსახურები.

დღესვე, კრივოი როიგისა და ნიკოლაევის ოლქების მეთაურებმა გაავრცელეს ცნობა, რომ რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.