კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ კიევის ცენტრში რამდენიმე აფეთქება მოხდა
კიევში აფეთქებების ხმა გაისმა. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
კლიჩკო წერს, რომ რამდენიმე აფეთქება კიევის ცენტრში, შევჩენკოვეს რაიონში მოხდა და ყველა საქალაქო სამსახური ადგილზე იმყოფება.
ამასთან, უკრაინული მედია წერს, რომ დედაქალაქში სამი აფეთქება მოხდა.