კიევის კარვების ქალაქში სპეცოპერაციის გასაპროტესტებლად სააკაშვილი აქციას აანონსებს
„ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი 18 მარტს კიევში აქციას აანონსებს, რომელიც უზენაეს სასამართლოსთან კარვების ქალაქის დარბევის გასაპროტესტებლად მოეწყობა. აქციის მთავარი მოთხოვნა პრეზიდენტის, გენერალური პროკურორისა და შს მინისტრის გადადგომა და არჩევნების დაუყოვენებლივ გამართვა იქნება. ამ მოწოდებას მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს.
დღეს სააკაშვილის მხარდამჭერთა მიერ მოწყობილ ბანაკში სამართალდამცველები ჩხრეკისთვის შევიდნენ, რასაც აქციის მონაწილეთა მხრიდან წინააღმდეგობა მოჰყვა. არეულობის შედეგად, 7 სამართალდამცველი და აქციის 13 მონაწილე დაშავდა. პოლიციამ 110 პირი დააკავა, თუმცა ამჟამად უკვე ყველა მათგანი გათავისუფლებულია.