კიევის ცენტრში ნაციონალისტური პარტიები და მოძრაობები საპროტესტო აქციას მართავენ
კიევის ცენტრში ნაციონალისტური პარტიები და მოძრაობები საპროტესტო აქციას მართავენ.
როგორც გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, აქციის მონაწილეების მოთხოვნა უკრიანის ოლიგარქებისგან გათავისუფლებაა.
მსვლელობის ორგანიზატორები არიან პარტიები „სვობოდა“, „ნაციონალური კორპუსი“ და „მემარჯვენე სექტორი“.
დემონსტრანტები მინისტრთა კაბინეტის, უმაღლესი რადასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციების შენობების პიკეტირებას გეგმავენ.
წინაწარი მონაცემებით, აქციაში ორი ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. აქციის გამო, კიევის ცნეტრში რამდენიმე ქუჩა გადაკეტილია, უსაფრთხოებას კი ათასზე მეტი სამართალდამცველი უზრუნველყოფს.