კიევის ცენტრში განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკის „აღლუმი“ მოეწყო
კიევის ცენტრში განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკის „აღლუმი“ მოეწყო

კიევის ცენტრში, მთავრობამ განადგურებული რუსული სამხედრო ტექნიკის „აღლუმი“ მოაწყო. ინფორმაციას და ფოტომასალას უკრაინული მედია ავრცელებს.

როგორც გამოცემაშია აღნიშნული, „უკრაინაში შეჭრით რუსეთი ასეთი აღლუმის გამართვას თავად გეგმავდა, თუმცა ომის დაწყებიდან ნახევარი წლის შემდეგ კიევში განადგურებული რუსული ტექნიკის აღლუმი უკრაინამ მოაწყო“.