კიევ-პეჩერის ლავრაში კარანტინი გამოცხადდა
კიევ-პეჩერის ლავრაში კარანტინი გამოცხადდა

კიევ-პეჩერის ლავრა კარანტინის გამო დახურეს. ამის შესახებ განცხადება კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ გააკეთა.

როგორც უკრაინული მედია იუწყება, ლავრაში უკვე დაფიქსირდა კორონავირუსით ინფიცირების 90-ზე მეტი შემთხვევა.

ვიტალი კლიჩკოს თქმით, ბოლო 24 საათში, კიევში 79 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 63 კიევ-პეჩერის ლავრაში.

„ქალაქის მერია ლავრაში გააგზავნის მობილურ რენტგენს და ექმების ბრიგადას, რომლებიც ტესტირებას ჩაატარებენ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რეალური მდგომარეობა. ამასთან, საგანგებო სიტუაციების კომისიის გადაწყვეტილებით, ლავრაში კარანტინი გამოცხადდა და ის დაიხურა“, – განაცხადა კლიჩკომ.

კლიჩკომ სამართალდამცველებს მიმართა, რომ მისი გადაწყვეტილების შესრულება გააკონტროლონ.